14 სექტემბერი 2026,   09:28
ვრცლად
საქართველო ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის ღონისძიებებისთვის ემზადება

საქართველო ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის ღონისძიებებისთვის ემზადება. EBRA-ს გენერალური ასამბლეა თბილისში ივნისში შეიკრიბება. მოეწყობა საერთაშორისო კონფერენციაც. მასში მონაწილეობას მიიღებს EBRA-ს წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების 150-ზე მეტი დელეგატი.

შეხვედრის დეტალებზე სასაუბროდ თბილისში იმყოფებიან საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები. მათ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უმასპინძლა.

"გაიმართა შეხვედრა EBRA-ს წარმომადგენლებთან, სადაც დავგეგმეთ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია კონფერენციის წარმატებით ჩასატარებლად. ევროპის ბიზნეს რეესტრების კონფერენციაზე საქართველო წარადგენს ბიზნეს რეგისტრაციის მიმართულებით არსებულ ძალიან საინტერესო მიღწევებს, გამარტივებულ პროცედურებს, რომელიც დაფუძნებულია ელექტრონულ სერვისებზე და საჯარო რეესტრში ინფორმაციის მოძიება კომპანიებთან მიმართებაში ხდება ძალიან სწრაფ რეჟიმში," - აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე.

დღის ამბები