რაგბი ბოჭვისა და შეტაკებების გარეშე - მთაწმინდის რაიონში "თაჩ რაგბის" პირველი ტურნირი ჩატარდა. 10 გუნდს შორის ჩემპიონობა "აკადემიამ" მოიპოვა, მომდევნო ადგილებზე კი "ლელო 3" და "ლელო 4" გავიდნენ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ნიკო ჩაჩანიძე, ხოლო ლელოს საუკეთესო დამდებად დაჩი ოყროშიძე დასახელდა. გამარჯვებულ გუნდებსა და ინდივიდუალური ნომინაციების მფლობელებს სიგელები, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
რაგბის კავშირის მხარდაჭერით ჩატარებული ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება.