იაპონიიდან გაშვებული რაკეტა გაფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა. კოსმოსური ხომალდი "სფეის ვან-ი" "კაიროს-ს" ეკუთვნოდა, რომელიც ცდილობდა გამხდარიყო პირველი იაპონური კომპანია, რომელმაც თანამგზავრი ორბიტაზე გაგზავნა.
კომპანიის ექსპერიმენტულ სამთავრობო თანამგზავრს შეუძლია დროებით შეცვალოს ორბიტაზე მყოფი სადაზვერვო თანამგზავრები, თუკი ისინი კავშირს დაკარგავენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერჯერობით არ გავრცელებულა, არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც.