დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს არაოფიციალური ვიზიტით, ფლორიდაში შეხვდა. ინფორმაციას უნგრეთის პრემირ-მინისტრი ავრცელებს.
"ოჯახების მხარდაჭერა, მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა. ეს ევროპისა და შტატების კონსერვატიულ ძალებს შორის თანამშრომლობის საერთო საფუძველია," - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი "ტვიტერზე".
ტრამპის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორბანმა და ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა განიხილეს ძლიერი და უსაფრთხო საზღვრების მნიშვნელობა.
ტრამპისა და ორბანის შეხვედრას თეთრი სახლიც გამოეხმაურა. მათი ოფიციალური განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შტატებში ვიზიტისას შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან არ დაუგეგმავს.