გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ხაშურში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას აშენებს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.
2025 წლის ბოლოდან, მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. სამუშაოებს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 330 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.