კულტურის მინისტრმა ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა. ეს არის "მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის ოსტატთა ხელშეწყობა“, "პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“, "ახალი ქართული წიგნი - მწერლების ხელშეწყობა“, "საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“, "სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
საკონკურსო განაცხადების მიიღება 5 მარტიდან დაიწყება და 14 მარტამდე გაგრძელდება.