24 ივნისი 2026,   14:08
ვრცლად
არ შეიძლება ვინმეს შეჯიბრებიდან გამოთიშვა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპონენტს სურს ასე - დონალდ ტრამპი

"არ შეიძლება ვინმეს შეჯიბრებიდან გამოთიშვა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპონენტს სურს ასე"- ამ სიტყვებით გამოეხმაურა ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო. 

ტრამპის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და კარგად შემუშავებულია. 
 
ექსპრეზიდენტმა მისი სხვა სასამართლო პროცესებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ უნდა დადგეს მის მხარეს, რადგან პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური იმუნიტეტი სისხლის სამართლებრივი დევნისგან.
დღის ამბები