ცაგერის მუნიციპალიტეტში, მეწყრული კერების გააქტიურებამ, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ჩაკეტვა გამოიწვია. დაზიანდა ელექტროგადამცემი სადენები და მთავარი ძაბვის საყრდენი ბოძები, რის გამოც ელექტროენერგია ტვიშის თემს არ მიეწოდება.
გეოლოგთა რეკომენდაციის შესაბამისად, რამდენიმე დღეა, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კი, ეწყობა ტერასებიც. მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოებიც.