14 სექტემბერი 2026,   21:45
ვრცლად
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, სააგენტო სტუდენტების სასწავლო პრაქტიკასა და მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ხელშეკრულება ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის მიზნად ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ხელშეწყობა სახელდება.

დღის ამბები