22 სექტემბერი 2026,   16:02
ვრცლად
საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა - მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა.

დეპარტამენტის ცნობითვე, აღნიშნულის გამო, საგზაო მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დღის ამბები