"რაიმე რადიკალიზმზე საუბარი გაუგებარიც არის და სასაცილოც არის" - ასე ეხმაურება პარტიის "გახარია საქართველოსთვის" სამდივნოს უფროსი, ანა დადიანი ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმილ ფესტივალს.
საუბარია დიპლომატიური უწყების მორიგ გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, ევროკავშირის საელჩო აფინანსებს ღონისძიებას, რომლის მთავარი სცენა, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, იმ მუსიკოსს უნდა დაეთმოს, რომლის ავტორობით შექმნილ სიმღერაში ის ხელისუფლების მხარდამჭერებს აგინებს.
"ეს მუსიკოსი დაფინანსებულია კონცერტის ფარგლებში. ეს რანაირად გამოდის რადიკალიზმი? რაიმე რადიკალიზმზე საუბარი გაუგებარიც არის და სასაცილოც არის," - აღნიშნა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" სამდივნოს უფროსი, ანა დადიანი.