ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე შეხვდა.
მათ განიხილეს, როგორი უნდა იყოს დასაქმებულთათვის სამუშაო გარემო და რა უნდა გაკეთდეს დამსაქმებლის მიერ თანამშრომელთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
"ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ გავაცანით ის განხორციელებული რეფორმა და მიღწეული შედეგები, რომლებიც, 2023 წლის განმავლობაში, შრომის ინსპექციას აქვს. როგორც ცნობილია, გასულ წელს მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიმართ იქნა დაწესებული მინიმალური ანაზღაურება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ამ კუთხით, არის მნიშვნელოვანი პროგრესი. 52%-ით შემცირდა ფატალური უბედური შემთხვევები მას შემდგომ, რაც შრომის უსაფრთხოების კანონი ამოქმედდა", - განაცხადა ბექა ფერაძემ.