13 ივნისი 2026,   21:29
ვრცლად
ფონიჭალაში ავარიას 19 წლის გოგო ემსხვერპლა

ფონიჭალაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 19 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა გზის გადაკვეთას ცდილობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) და 128-ე (განსაცდელში მიტოვება).

დღის ამბები