02 სექტემბერი 2026,   15:49
ვრცლად
შალვა ოგბაიძემ, ლადო ბოჟაძესთან ერთად, ავჭალაში მდებარე 118-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს გლდანი 1-ის (ავჭალა) მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან ლადო ბოჟაძესთან ერთად, ავჭალაში მდებარე 118-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა.   

დეპუტატები ადგილზე გაეცნენ უკვე ჩატარებულ სამუშაოებს და ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს. დღესვე, შალვა ოგბაიძემ და ლადო ბოჟაძემ გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ჯაბა კოღუასთან და მიხეილ რეხვიაშვილთან, ასევე მუხიანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად, გლდანის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე  ძირითადი ყურადღება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლების მზადყოფნას, განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებსა და არსებული საჭიროებების შეფასებას დაეთმო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სკოლების სათანადო მომზადება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნით სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და არსებული საჭიროებების ეტაპობრივად მოწესრიგება გრძელდება.

დღის ამბები