03 სექტემბერი 2026,   06:54
ვრცლად
ქართული კინო რეგიონებში - კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კონკურსს აცხადებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს “საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა”.

პროექტების წარდგენს ვადაა 1-14 სექტემბერი.

პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში არანაკლებ 8 კინოჩვენებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმები. თითოეული კინოჩვენების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან შეხვედრა ან ფილმის განხილვასა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია 5 წევრისგან. პროექტის შერჩევის კრიტერიუმები ითვალისწინებს პროექტის ავტორების გამოცდილებას, პროექტის მდგრადობას, ინოვაციურობას და მიზანთან შესაბამისობას.

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 50 ათასი ლარი. გამოყოფილი დაფინანსება იურიდიული პირების შემთხვევაში არ აღემატება 17 ათას ლარს, ფიზიკური პირებისთვის კი 8 ათას ლარს.

კონკურსზე “საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა” განაცხადები მიიღება ელექტრონულად, სსიპ საქრთველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ელ. ფოსტაზე [email protected]. საკონკურსო პირობები და განაცხადების ფორმები 1 სექტემბრიდან განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე www.gnfc.ge.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსხურის უფროსს მანანა სურაძეს ელ.ფოსტაზე [email protected].

დღის ამბები