უკრაინაში ომი გრძელდება. აფეთქებებია კიევში და კიევის ოლქში. რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვეს. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო და სამძებრო ოპერაციები.
რუსეთის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ოდესაზეც. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.
ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ავიაკომპანიებსა და სადაზღვევო სააგენტოებს აფრთხილებს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სახიფათო ხდება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იწყება რუსეთის ცის ბლოკირების კამპანია.