02 სექტემბერი 2026,   11:29
ვრცლად
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი იწყება

საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტესტირება სპეციალობაში 2026 წლის 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

"მისამართი:საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტი (სეუ), თბილისი, წინანდლის ქ. N9 (მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ).

სტაჟიორობის კანდიდატებს ტესტირების ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ ეცნობებათ ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები