13 ივნისი 2026,   21:11
ვრცლად
კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე გამოძიება გრძელდება

კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე გამოძიება გრძელდება - იძებნება სამი მსჯავრდადებული. შემთხვევას გენერალური ინსპექცია იძიებს. კლინიკასთან, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე ტარდებოდა. ტერიტორიიდან გაიყვანეს ბადრაგის მანქანა.

შეგახსენებთ, პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, რა დროსაც მათ გაქცევა მოახერხეს. მსჯავრდადებულებმა, რადიოლოგიური კვლევის ოთახის დატოვება ეზოს, შემდეგ კი კიბისა და სახურავის მეშვეობით შეძლეს. ამ დრომდე, არ ხმაურდება არც გაქცეული პატიმრების ვინაობა და არც ის პენიტენციური დაწესებულება, სადაც ისინი მსჯავრს იხდიდნენ.

იუსტიციის სამინისტრო გაქცეულ მსჯავრდადებულებს მოუწოდებს, სამართალდამცველებს დროულად ჩაბარდნენ. საქმეზე გამოძიება დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გადაყვანისას ან ექსტრადიციისას მსჯავრდადებულის გაქცევის ან ჯგუფურად გაქცევის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები