თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ახალი სკვერი მოეწყო. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქის მერმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან და თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გახსნა.
სკვერის პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემა, დამონტაჟდა შადრევანი, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და სავარჯიშო მოწყობილობები. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. პროექტზე 1 208 228 ლარი დაიხარჯა.