26 სექტემბერი 2026,   14:50
ვრცლად
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორისაა თიანეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ამ ეტაპზე 5 ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირსამაგრი გაბიონების კედლები, გადასასვლელი რკინა-ბეტონის ფილები, საფეხმავლო ხიდები, ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები კეთდება.

მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები