ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღე აღინიშნა - სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
გამოვლინდნენ წლის წარმატებული მეტყევეებიც, მათ ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
სატყეო სააგენტოს საინფორმაციო კამპანიებში მუდმივი ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და მედიის წარმომადგენლებიც.