23 სექტემბერი 2026,   00:11
ვრცლად
ვარკეთილის დასახლებაში მულტიფუნქციური ცენტრი შენდება
ვარკეთილის დასახლებაში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროცესს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო. კახი კალაძემ პირადად დაათვალიერა მშენებლობა, რომლის დასრულებისთანავე ცენტრი ყოველთვიურად 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.
 
აქ განთავსდება ფეხბურთის, კალათბურთის, ტანვარჯიშისა და სპორტული ორთაბრძოლების დარბაზები სხვადასხვა სექციებით, ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად, ორი საცურაო აუზი, კაფე, სპორტული ინვენტარის მაღაზია, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სამაგიდო თამაშების სივრცე, მიწისქვეშა პარკინგი.
 
ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
დღის ამბები