01 სექტემბერი 2026,   02:20
ვრცლად
ჩოხატაურში "ღვინის დღეები" გალა-კონცერტით დასრულდა

"ღვინის დღეები" გალა-კონცერტით დასრულდა ჩოხატაურში - სოფელ ხიდისთავში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა.

ფესტივალის ფარგლებში 20-მდე გურული მეღვინე იყო წარმოდგენილი, რომლებმაც სტუმრებს სხვადასხვა სახეობის გურული ვაზისგან დამზადებული ღვინოები შესთავაზეს. ასევე, ჩატარდა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი აქტივობები, წარმოდგენილი იყო ქართული კერძების სივრცეც.

დღის ამბები