გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უკანონო სახერხი საამქროები ყვარლის, ახმეტისა და შუახევის მუნიციპალიტეტებშია გამოვლენილი.
კახეთში, საამქროების ტერიტორიებიდან ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 24 ერთეული მორი, 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი და 7 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი. ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.