14 ივნისი 2026,   00:36
ვრცლად
მკვლელობა გურჯაანში - სოფელ ვეჯინში 35 წლის მამაკაცი მეზობელმა მოკლა

მკვლელობა კახეთში - 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ბექა ჯანიაშვილი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება. მათივე თქმით, პრობლემა მეზობლებს შორის ბოლო რამდენიმე თვეა გამწვავდა. სავარაუდო დამნაშავე, ხანდაზმული მამაკაცი, დაკავებულია. მიმდინარეობს ძიება.

ამსთან, "კურიერი" მოკლულის მამას ესაუბრა.

"ჩემი შვილის ხმა გავიგე - ვაიმეო... ბექა თოფი გესროლა-მეთქი?! რომ მივედი უკვე დაცემული იყო და კვნესოდა. რომ ველაპარაკებოდი, ხმას არ მცემდა. ვუთხარი, შვილო ხელით რამე მანიშნე, ძლივს სუნთქავდა, ხმა არ ამოუღია. ვერც დავინახე ეგ ადგილი, ჩემგან მოშორებით, დაახლოებით 80 მეტრში იყო, შებინდების პერიოდი იყო... მე ჩემს შვილს მივუტრიალდი, სასწრაფოს დავურეკე, პოლიციაში დავრეკე, ხალხი გამოვიდა ჩემს ყვირილზე. რომ მოვიდნენ, ადგილზევე იყო დაღუპული," - ამბობს მოკლულის მამა, დავით ჯანიაშვილი "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები