არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმეზე დაკავებულ 4 პირს, სავარაუდოდ, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი საკუთარმა ბიძაშვილმა, ცოლად მოყვანის მიზნით, ახლობლებთან ერთად მოიტაცა. შემთხვევა მათი საერთო ახლობლის ქორწილში მოხდა.
დაკავებულებს ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.