მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო უკვე მისი აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.
გუგეშაშვილის დაკავებას წინ უძღოდა მისივე აღიარება სოციალურ ქსელში. მან ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთ მიზეზად პატრიარქთან დაკავშირებით მშვილდაძის დამოკიდებულება დაასახელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და წინა ხელისუფლების პერიოდში, სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა.