01 ოქტომბერი 2026,   17:01
ვრცლად
კინემატოგრაფისტები რეორგანიზაციის პროცესის შეწყვეტას და დირექტორის კონკურსის წესით დანიშვნას ითხოვენ - მათ დღეს განცხადება გაავრცელეს

კინემატოგრაფისტებმა დღეს განცხადებით მიმართეს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. ისინი ითხოვენ კობა ხუბუნაიასთან შეხვედრას და ამ შეხვედრის სოციალური ქსელებით ტრანსლირებას.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რეორგანიზაციის პროცესის შეწყვეტა და კინოცენტრის დირექტორის კონკურსის წესით დანიშვნაა.

კინოცენტრში დღეს ხმაურიც იყო. პროტესტის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს.

დღის ამბები