01 ოქტომბერი 2026,   09:03
ვრცლად
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

ასევე, ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც. 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა არაერთი ფოტო გამოფენა, კონცერტი, ასევე გაიმართება საჯარო ლექციები საქართველოს შესახებ.

დღის ამბები