02 ოქტომბერი 2026,   18:28
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წელი სრულდება - 26 მაისს საქართველო მასშტაბური ღონისძიებებით ხვდება

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წელი სრულდება - 26 მაისს საქართველო მასშტაბური ღონისძიებებით ხვდება. წვევამდელები ფიცს დადებენ. ცერემონიალი პირველად, თბილისსა და ქვეყნის კიდევ 10 ქალაქში ერთდროულად დილის 11 საათზე გაიმართება. იქნება გამოფენილი სამხედრო ტექნიკა.

რუსთაველის გამზირზე გაიმართება ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, მოეწყობა ისტორიულ შემეცნებითი საგამოფენო სივრცეები, საბავშვო გასართობი ადგილები.

საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობის პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

"მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიებები 26 მაისს, რომელიც უკვე წლებია საზეიმო ღონისძიებად გახლავთ გადაქცეული. ჩვენ წელსაც შევეცდებით, რომ თავისუფლების სიყვარულით გესაუბროთ სხვადასხვა თემებზე, კიდევ ბევრჯერ მოვყვეთ იმ დამოუკიდებლობასა და ფასეულობებზე, რითაც ვამაყობთ. ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში მოვემზადებით იმისთვის, რომ 26 მაისი ერთად ვიზეიმოთ თავისი სიყვარულით და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს დღე ჩვენია," - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ღონისძიებების ორგანიზატორი თათა სვანიძე.

დღის ამბები