"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს შედარებით მცირე რაოდენობის ქვედანაყოფებს უკრაინაში, რომლებიც არ არიან ჩართული საბრძოლო მოქმედებებში, ასეთი გადანაწილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსული სარდლობის მხრიდან," - აღნიშნავენ ბრიტანეთის დაზვერვაში.
როგორც დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი სავარაუდოდ, კვლავ განიხილავს ბახმუტის დაკავებას საკვანძო სამხედრო მიზნად მოკლევადიან პერსპექტივაში, რაც საშუალებას მისცემს მას "გამოაცხადოს გარკვეული წარმატება" ომში.