მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, სიგანე კი 25 მეტრია. კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის. აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე.