ჯანდაცვის სამინისტროში, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი შეხვედრა გაიმართა. ექიმების ჯგუფმა მშობლებს მედიკამენტ ვოზორიდიტის გავლილი ფაზების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.
საუბარი შეეხო პროტოკოლის შემუშავების პროცესსაც, რომელიც დედების თქმით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 10 ივნისამდე უნდა დასრულდეს. აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, მედიკოსების მუშაობას დადებითად აფასებენ.