04 ოქტომბერი 2026,   16:40
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ, გიორგი ტერაშვილი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე, უკვე მე-2 დღეა უკანონო პატიმრობაში რჩება. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრები გიორგი ტერაშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.

ნახირი საოკუპაციო ხაზს მიღმა გადავიდა და ტერაშვილმა მათი მობრუნება სცადა, რა დროსაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ის დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

ინციდენტის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა ცხელი ხაზი. უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. 


დღის ამბები