ქობულეთისა და ბათუმის სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
ინიციატივის მიზანი პედაგოგთა შრომის დაფასება და აღიარებაა.