02 ოქტომბერი 2026,   18:30
ვრცლად
ჩვენ რატომ არ უნდა ვიფრინოთ? ეს გადაწყვეტილება უადვილებს გადაადგილებას საქართველოს მოსახლეობას - თამაზ გაიაშვილი

პუტინის გადაწყვეტილება და ქართული ბიზნეს სექტორის პასუხი - Georgian Airways-ი მოსკოვში პირდაპირ რეისებს განაახლებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, რუსეთში რეისებს ასრულებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები და ისინი ახერხებენ, რომ ოპერირების პარალელურად არ დაარღვიონ საერთაშორისო სანქციები.

"მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია სავიზო რეჟიმის გაუქმება, ფრენების აღდგენა. გვჭირდება გარკვეული დრო, რომ ეს კარგად დაიგეგმოს, ყველა გარემოებების გათვალისწინებით და შემდეგ შესაძლებელი იქნება ფრენების დანიშვნაზე საუბარი. დაინიშნება ყოველდღიურად თითო რეისი ჩვენგან - თუ ჩვენ დავიწყეთ ფრენა. 2019 წელს, როდესაც შეწყდა ფრენა, მაშინაც იყო საწყენი და დღესაც საწყენია, რომ ფრენები იყო შეწყვეტილი. თურქეთის ავიაკომპანიებს თუ შეუძლიათ ფრენა, ისრაელის, არაბულ კომპანიებს, აზერბაიჯანულს, სომხურს და ა.შ. ჩვენ რა დავაშავეთ?! ჩვენ რატომ არ უნდა ვიფრინოთ. დღემდე ქართველებისთვის იყო სავიზო რეჟიმი და რუსეთში წასვლა, პრაქტიკულად, ძალიან ჭირდა - ვიზების აღება და ა.შ. ეს უადვილებს გადაადგილებას საქართველოს მოსახლეობას,"- აცხადებს ავიაკომპანია Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი.

დღის ამბები