ქალი, რომელიც საკუთარმა ნათესავმა მისივე ბინაში მოკლა, 37 წლის მარიკა ბუთხუზია. როგორც "კურიერმა" გაარკვია, სავარაუდო მკვლელმა მკვლელობის შემდეგ ოთახი მოასუფთავა და მოკლულის წევრებს შეატყობინა, რომ ბუთხუზი ბინაში გარდაცვლილი იპოვა.
მკვლელობა თბილისში მოხდა. ქალი ნათესავმა ელექტროშოკისა და ხელკეტის გამოყენებით მოკლა. განზრახ მკვლელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა.
დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 42 წლის პირი. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა.
მეზობლები ამბობენ, რომ სახლიდან კამათის ხმა ხშირად გამოდიოდა. ბრალდებული დანაშაულს უარყოფს.