მკვლელობა თბილისში - ქალი საკუთარ სახლში, ელექტროშოკისა და ხელკეტის გამოყენებით, სავარაუდოდ, ნათესავმა მამაკაცმა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
განზრახ მკვლელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 42 წლის მამაკაცი. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.