"არანაირი შანსი ოკუპანტს ჩვენს მიწაზე, მხოლოდ მტრის განადგურება" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. ზელენსკიმ პარტნიორებთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
"შუაღამიდან დილის შვიდ საათამდე მოვახერხეთ 15 რუსული რაკეტის ჩამოგდება. მაგრამ, ყველამ მათგანი სამწუხაროდ ვერა. ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ჩვენი ცის დაცვა კიდევ უფრო საიმედო იყოს.
განვიხილეთ მოწინააღმდეგის სავარაუდო ქმედებები უახლოეს მომავალში და თავდაცვითი ნაბიჯების კოორდინირება მოვახდინეთ.
ცალკე განვიხილეთ ჩვენი მეომრების იარაღისა და საბრძოლო მასალის საკითხი. ასევე, ვითარება ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რუსეთის მიმართ კონტრშეტევა. არანაირი შანსი ოკუპანტს ჩვენს მიწაზე! მხოლოდ განადგურება მტრისთვის.
მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც უკრაინისა და მსოფლიოს საერთო ამოცანას ასე ხედავს: ტერორისტული სახელმწიფოს აშკარა დამარცხება და უკრაინისა და მთელი ევროპის სამართლიანი მშვიდობა," - განაცხადა ზელენსკიმ.