30 ივნისი 2026,   15:59
ვრცლად
მასობრივი პროტესტი პარიზში - აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა

მასობრივი პროტესტი პარიზში. აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. დედაქალაქში პროტესტის მონაწილეებმა პოლიციელების მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილებიც" ისროლეს.

აქცია, იმ საპროტესტო ტალღის გაგრძელებაა, რომელიც მაკრონის საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგოდ უკვე თვეებია მიმდინარეობს.

ძალადობამ პარიზის გარეუბნებშიც იფეთქა, სადაც რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. მონაცემებით დღის განმავლობაში, დაახლოებით 200 ადამიანი დააკავეს, ხოლო პარიზის ქუჩებში 800 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ მაკრონის რეფორმა საპენსიო ასაკის 2 წლით 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს.

დღის ამბები