29 სექტემბერი 2026,   19:51
ვრცლად
"როდესაც ექიმების მიერ ხდება მისი მდგომარეობის ობიექტურად შეფასება, ის მეორე დღესვე უკვე მიუღებელია პაციენტისთვის" - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ 

მიხეილ სააკაშვილის მიერ, მესამე მკურნალ ექიმზე უარის თქმას ეხმაურება სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორი. ზურაბ ჩხაიძის თქმით, უარის თქმის მიზეზი გახდა ის, რომ როდესაც ექიმების მიერ ხდება მისი მდგომარეობის ობიექტურად შეფასება, ის მეორე დღესვე უკვე მიუღებელია პაციენტისთვის.  

ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად უხეშად არღვევს კვების რაციონს, რაც მის მდგომარეობას აუარესებს. როგორც ის ამბობს, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახთან არა ერთხელ იყო კომუნიკაცია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

"გიდასტურებთ, რომ მესამე ექიმია, რომელზეც უარი განაცხადა. მიზეზი ძირითადად არის ის, რომ როდესაც ექიმების მიერ ხდება მისი მდგომარეობის ობიექტურად შეფასება, ის მეორე დღესვე უკვე მიუღებელია პაციენტისთვის. საკვებს ისევ იღებს შერჩევით და უფრო მცირე რაოდენობით, კვების რაციონის უხეში დარღვევით, დავარქვათ ასე. გიულისთან არა ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, არა ერთხელ ვთხოვეთ ჩვენ, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი რეკომენდაციები. მოეტანა ის შესაბამისი საკვები, რაზეც ჩვენი ექიმები აძლევენ რეკომენდაციებს, კერძოდ, ნუტრიციოლოგი და ენდოკრინოლოგი, მაგრამ არაფრის გათვალისწინება არ ხდება," - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

 

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები