ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში, წმინდა გიორგის სახელობის ისტორიულ ტაძრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა. მანამდე არსებული გზა მხოლოდ გრუნტის საფარი იყო, რის გამოც დაბალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ.
გზის მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ჯიხაშკარშიც - იგება ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.