ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ. მეგობრები, 22 აპრილის შემდეგ, ინდოეთის მოქალაქესთან კავშირის დამყარებას ვეღარ ახერხებენ.
როგორც დაკარგული სტუდენტის მეგობრები აცხადებენ, მას დეპრესიასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და სტუდენტებთან ურთიერთობა უჭირდა.
სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობს. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.