აჭარაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ხელვაჩაურში მეგობარს - 38 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით "კურიერი" ადგილობრივებს ესაუბრა. მათი ინფორმაციით, მოკლული და დამნაშავე ხელოსნები იყვნენ.
"ხელოსნები იყვნენ... წავიდა, [პოლიციას] ჩაბარდა, აღიარა ყველაფერი. სარემონტო სამუშაოები მიდიოდა და მუშაობდნენ... თვითონ აღიარა, ვინც მოკლა... კარგად იყვნენ ერთმანეთთან... ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ, მოლდაველები იყვნენ," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.