როგორი ამინდი იქნება სადღესასწაულო დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ, "რუსთავი 2-ს" განუცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი - შედარებით დაბალი ტემპერატურა, ასევე, შესაძლოა მცირედი წვიმაც:
"აღდგომის დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შაბათს - 20-22 გრადუსი იქნება, ხოლო კვირას, აღდგომის დღეს კი, დაახლოებით, 23-25 გრადუსი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, კვირას, 16 აპრილს, მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი, ასევე, შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში, ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 11-13 გრადუსი იქნება.
ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალ ქარი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
შაბათს კი, დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ხოლო ღამის საათებში - ღამისთევისთვის შესაძლებელია მოიღრუბლოს,"- განაცხადა დოდო გვაზავამ.