04 ოქტომბერი 2026,   21:57
ვრცლად
საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
უწყების პირველმა პირებმა დოკუმენტს ხელი ლისაბონში მოაწერეს. შეთანხმება სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საუბარია დანაშაულის პრევენციის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა. 

დღის ამბები