რიკოთის უღელტეხილი ქვათაცვენის გამო კვლავ ჩაკეტილია. როდის გახდება რიკოთის გავლით ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი, ამ დრომდე გაურკვეველია.
ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მანქანები ისევ ალტერნატიული გზით, საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გავლით მოძრაობენ, თუმცა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის ამ გზაზე გადაადგილება აკრძალულია.