01 ოქტომბერი 2026,   09:06
ვრცლად
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების სავარაუდო მარშრუტისა და ლოკაციის შერჩევის მიზნით, ანაკლიაში ექსპერტები იმყოფებოდნენ  

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების სავარაუდო მარშრუტისა და ლოკაციის შერჩევის მიზნით, ანაკლიაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იტალიური საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდნენ.

სტუმრებმა განიხილეს და დაათვალიერეს ანაკლიის სანაპირო ზოლში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილები, აგრეთვე იმყოფებოდნენ ქალაქ ჯვარში მდებარე ქვესადგურში, სადაც მოხდება წყალქვეშა კაბელის მიერთება საქართველოს ენერგოსისტემასთან.

ამჟამად მიმდინარეობს "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით, კომპანია "ცესი" ახორციელებს. 

დღის ამბები