პარლამენტის ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მმართველი გუნდის მხრიდან გიორგი ხახუბია, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფოთსა და სენაკში მოსახლეობას შეხვდა.
მოისმინა ადგილობრივების პრობლემები და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. გიორგი ხახუბია ამავე რეგიონიდან ტრაგიკულად დაღუპული ირაკლი ხახუბიას შვილია.
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში, ასევე მერების შუალედური არჩევნები ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში 29 აპრილს შედგება.