თბილისობასთან დაკავშირებით, MESMA ART SPACE-ში ნინო სარალიძის პერსონალური გამოფენა "შეაღე კარი" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ დანახული თბილისი - ქალაქის ქუჩები, შენობები და დეტალები, რომლებიც დამთვალიერებელს ნაცნობი გარემოს ახლებურად აღმოჩენას სთავაზობს.
გამოფენა 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.